2016-03-02 16:30:42, 563 ნახვა
სამართალი
ბესელია: ელისაშვილს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს შეწყალების სანაცვლოდ პატიმრისგან თანხის მოთხოვნაში ადანაშაულებს.
ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ეკა ბესელიამ პროკურატურას უკვე მიმართა.
„იქ წერია სახელი და გვარი, ანონიმური ადამიანი არ არის. ეს არის ერთადერთი ადამიანი, ასე რომ ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, ოღონდ წივილ-კივილის გარეშე, ნუ კივის და ნუ ილანძღება, შეინარჩუნოს სახე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ ერთ-ერთი მსჯავრდებულისგან კონკრეტული რაოდენობის თანხა მოითხოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან