2016-02-29 09:37:00, 673 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდო გოგიტიძე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბონდო გოგიტიძემ მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2000 აშშ დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან