08:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 11:04:35, 663 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დედის ცემაში ბრალდებულს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ  ოჯახური  დანაშაულისათვის ბრალდებულ დ.ხ.-ს მიმართ  გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"დ. ხ.-ს ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. საქმის მასალების თანახმად,  ქ. თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სახისა და თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა დედას, რის შედეგადაც,  ქალბატონმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო, კერძოდ,  ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, მწვავე ჰემატომა შუბლის არეში და გულმკერდის დახურული ტრავმა.

ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხსენებული დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა, რაც გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დედის არაადეკვატური ქცევით. სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, დ.ხ. დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ცხრა სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 16 და დაცვის 1 მოწმე",-ნათქვამია  საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში,  გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics