14:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 11:43:40, 1404 ნახვა

კომენტარი
ბრეგაძე სააკაშვილის სასჯელზე - ეს ადამიანი განაჩენის გარეშე ჩვენთან არ არის, გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვალდებული ვართ, აღვასრულოთ

რაიმე სახის ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს მისი გათავისუფლებისთვის არ გააჩნია. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ეს ადამიანი განაჩენის გარეშე ჩვენთან არ არის. ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვალდებული ვართ, რომ ეს აღვასრულოთ. ნებისმიერ ფასად ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ, –  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.

„იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ ნებისმიერ ფასად შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული წნეხის მცდელობები  როგორც უშუალოდ თანამშრომლებზე, ისე ყოველდღიურად წარმოებს ისტერიული კამპანია, რომ თითქოსდა ამ ადამიანს აწამებენ და რომ ის უსამართლობის მსხვერპლია. მაგრამ ის იხდის სასჯელს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ის მოიხდის სასჯელს, სანამ არ იქნება სხვა სახის გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც ავირჩიეთ. მისი, როგორც პატიმრის, ყველა უფლება არის აბსოლუტურად დაცული. ამის შესახებ ვერცერთ პრეტენზიას ვერავინ წარმოადგენს. ჩვენთვის ნებისმიერ დროს ამოსავალი წერტილი არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენი მხრივ კეთდება ყველაფერი და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იქნეს სრულად დაცული", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics