22:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 09:48:31, 437 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გერმანიაში გაემგზავრება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 6 თებერვალს ეწვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება.

კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან, მათ შორის ჯონ მაკკეინთან და ასევე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან კურტ ვოლკერთან.
უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება NDI-ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს იან ჯიეჩის, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს მიშელ ფლურნის და ცენტრის პრეზიდენტს რიჩარდ ფონტეინს, ასევე KKR Global Institute-ის დირექტორთან ვენს სერჩუკს და ჯო ლიბერმანს. 

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიწვეულია კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად ქალაქ მიუნხენის სახელით გამართულ მიღებაზე. ასევე ოფიციალურ სადილზე, რომელიც ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით იმართება.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 9 თებერვალს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics