2021-07-07 19:59:13, 886 ნახვა
კომენტარი
ჯეიმს აპატურაი „პარაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე - ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს, ეს უკუსვლაა საქართველოსთვის
„ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს, ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებს.
„კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას.
მრავალი წელია ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად.
ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა