01:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 19:28:04, 3333 ნახვა

სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა.

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 15 მილიონამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 8 აპრილის მონაცემებით კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 2.3 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო სანაკრებო მატჩების შემდეგ ქართველის სატრანსფერო ფასმა 12.7 მილიონი ევროთინ მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ „მილანში“ თამაშის დროს კახა კალაძის სატრანსფერო ფასი 8.5 მილიონ ევროს შეადგენდა, კარიერაში საუკეთესო ფორმაში მყოფი ლევან კობიაშვილის კი 8 მილიონს, შოთა არველაძის 6 მილიონს, გიორგი ქინქლაძის კი 3.5 მილიონს.

ასევე ცნობისთვის, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 2019 წლის 14 აპრილს გახდა საბა კვირკელია, რომლის სატრანსფერო ფასიც 10 მილიონამდე იყო, მეორე ადგილზე კი გიორგი ჩაკვეტაძე 9 მილიონი ევროთინ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics