23:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 12:14:43, 13353 ნახვა

High - Tech
გერმანელმა არტისტმა GOOGLE MAPS-ში ვირტუალური საცობები ტელეფონებით სავსე ურიკით შექმნა

გერმანელმა არტისტმა საიმონ ვეკერტმა GOOGLE MAPS-ში ნამდვილი საცობის იმიტაცია შექმნა. მას ამაში ურიკა და 99 ჩართული სმარტფონი დაეხმარა. საათების მანძილზე ვეკერტი ბერლინის ქუჩებში თავისი ურიკით დადიოდა და ავტომობილისტებს "აფრთხობდა".
ვეკერტის პერფორმანსმა ბერლინის რამდენიმე ქუჩა "გუგლის რუკებზე" საათების მანძილზე გააწითლა, რადგან რუკა ინტერაქტიულია და ყოველ ჩართულ სმარტფონს მანქანის სავალ ნაწილზე , როგორც მანქანას ისე აღიქვავს.
მძღოლების უმრავლესობა ნავიგატორებზე ხედავდა, რომ იმ ადგილზე, სადაც ვეკერტი მიდიოდა ბევრი მანქანაა და ცდილობდა იმ ქუჩაზე არ მომხდარიყო, ამრიგად ის პრაქტიკულად ცარიელ ქუჩებზე დადიოდა.

"ვირტუალური რუკები , რომლებიც სივრცის იმიტაციას ქმნიან, განაპირობებენ იმას, თუ როგორ ვხედავთ გარემოს და ავღვიქვავთ მას",-დაწერა ვეკერტმა საკუთარ ბლოგში.


ამ პერფორმანსით არტისტმა გვაჩვენა, თუ რამდენად ადვილია ადამიანური მასების ტექნოლოგიის გამოყენებით მართვა და რაოდენ დამოკიდებულები გავხდით გაჯეტებზე. 






ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics