21:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-26 12:35:25, 1147 ნახვა

კომენტარი
ჯოზეფ ლიბა: ქართულმა მხარემ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ახალგაზრდული ოლიმპიადა დიდ ოლიმპიადას მიუახლოვა

"ქართულმა მხარემ ყველა მოთხოვნა შეასრულა და  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დიდ ოლიმპიადას მაქსიმალურად მიუახლოვა",-ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ჯოზეფ ლიბამ განაცხადა.

ლიბა  განხორციელებული სამუშაოებით კმაყოფილია და  ქართულ ხმარეს მადლობას უხდის.

"დიდი სამუშაო შესრულდა დროის მცირე მონაკვეთში. უკან არის ყველანაირი შიში ობიექტების მოწყობისა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ქართულმა მხარემ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სხვა სიმაღლეზე გადაიყვანა და მაქსიმალურად მიუახლოვა დიდ ოლიმპიადას," - განაცხადა ჯოზეფ ლიბამ "კურიერთან" საუბრისას.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი 20:00 საათზე გაიხსნება.

 გახსნის ცერემონია ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის ცხრა სახეობაა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.
თბილისში კონტინენტის 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს.

 საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვაკის პარკში  დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ,  გახსნის ცერემონიას თვალი ადევნონ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics