17:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-23 12:58:46, 4081 ნახვა

კულტურა
კიევში ფილმის „მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში“ პრემიერა შედგა

კიევში დოკუმენტური ფილმის "მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში" პრემიერა შედგა.  დოკუმენტური ფილმი უკრაინელ მფრინავებს მიეძღვნა. ფილმში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილები, ვინც კოდორის ხეობა 1993 წელის ოქტომბერში ფეხით გამოიარა.

ფილმი მოგვითხრობს, მისიაზე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილების გარადჩენას ემსახურებოდა. უკრინის მაშინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის ბრძანებით, უკრაინიდან 17 MI8 ტიპის ვერტფრენები სვანეთის უღელტეხილზე დევნილების გადასარჩენად გამოფრინდნენ. 

დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობენ მფრინავები, რომლებმაც ასობით დევნილი გაყინვას და სიკვდილს გადაარჩინეს. გადამღებმა ჯგუფმა უკრაინელი მფრინავები, 27 წლის შემდეგ, დევნილებს ქუთაისში და წყალტუბოში შეახვედრეს. 

დოკუმენტური ფილმი კომპანია MIR&CO PRODUCTION- მა გადაიღო. ფილმის რეჟისორია ანდრეი კიშინი. პროდიუსერი იაროსლავ გაია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics