10:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 19:02:42, 703 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრს შეხვდა


შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ–მინისტრს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.
მხარეებმა  თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით,  ნიდერლანდების სამეფო წამყვან პოზიციაზეა. 2014 წელს სავაჭრო ბრუნვა 21,5 პროცენტით გაიზარდა და 158,11 მლნ.  აშშ დოლარი შეადგინა.

2015 წლის აპრილში საქართველოს ჰოლანდიური სავაჭრო მისია ეწვევა.  მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სავაჭრო მისიის ვიზიტი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას  ხელს შეუწყობს.
პრემიერ-მინისტრებმა ასევე   უკრაინაში არსებული კრიზისი განიხილეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჰოლანდიელი დამკვირვებლების მონაწილეობის გამო.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics