|
2018-05-27 13:35:14, 1493 ნახვა
სხვადასხვა
26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა - ფოტოები
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. მათ შორის ლიუბლიანის ციხესიმაგრე, თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები. საბერძნეთში ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური შენობა - ქ. თესალონიკის მერია, ხოლო შენობის წინ, განთავსდა ბანერი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ლოგოს გამოსახულებით. გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა პერფორმანსი. ასევე განათებული იქნა ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები მდინარე ნერისზე და ქალქის ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა შენობის ფასადზე და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე და აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ჩამოსვლასთან ერთად ვიდეო-მოლოცვა მოამზადა საქართველოს მოქალაქეებისათვის. ლატვიაში, იურმალას ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ქართული სტენდი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, ქართულ სათვისტომოსთან ერთად საქართველოს დროშებით და საიუბილეო ბანერებით მონაწილეობა მიიღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამართულ იურმალას მარშში. ამავე დღეს ქალაქ რიგაში საქართველოს საელჩოს შენობის წინ განთავსდა ყვავილებისგან შექმნილი კომპოზიცია - საქართველოს ეროვნული დროშა და რიცხვი 100. ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხდების ისტორიულ დროს 17:10 საათზე საელჩომ ირალნდიაში მცხოვრებ ქართველებთან დუბლინის ცენტრალური მოედნიდან ვიდეო მილოცვა გავრცელა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ გიზას პირამიდებთან სადღესასწაულო სანახაობრივი ღონისძიება გამართა. უკვე ტრადიციულად ქართული ჩოხით შეიმოსა ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი. ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიმართა საზეიმო საჯარო ღონისძება - კომპანია„ბორჯომის" პიკნიკი საქართველოს საელჩოსთან ერთად, ხოლო საქართველოს დროშები აღიმართა ესტონეთის სხვადასხვა ქალაქებში. საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო რგოლები მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა ტალინის, მინსკის, კიშინეუსა და სხვა დედაქალაქებისცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე. საქართველოს დროშები ფრიალებდა სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს შენობიდანაც. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საზეიმო მიღებები გაიმართა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკასა და დანიაში. ღონისძიებებში მონაწილეობას აღმასრულებელიდა საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორისწარმომადგენლები იღებდნენ. 26 მაისს, თბილისის დროით 17.10 სთ-ზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საზიმოდ აღნიშნეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრებმა. საიუბილეო თარიღის პოპულარიზაციის მიზნით, საზეიმო აქტივობების და მილოცვების ამსახველი ვიდეოები რეგულარულად თავსდებოდა, სოცილაურ ქსელებსა და მედიაში. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ციკლი მთელი წლის განმავლობაში გასტანს.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|












epn.ge (@expressnews.ge)