2015-04-24 13:39:31, 614 ნახვა
სამართალი
გომელაური: გურჯაანის ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან, - ეს განცხადება ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"გამოძიება დაწყებულია, იმ დღესვე დაიწყო, როცა დამთავრდება მოგახსენებთ ყველაფერს ახტალის თემაზეც და გურჯაანის თემაზეც. მუშაობენ გამომძიებლები, გამოიკვეთება თუ არა დამნაშავე, დაიჯება კანონის შესაბამისად",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გურჯანიის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს წიწილიანი კვერცხები ესროლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან