23:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 14:54:48, 961 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტან კაპანაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაძვის ხის ნერგები რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა  და გენერალური შტაბის სხვა მაღალი რანგის ოფიცრებმაც დარგეს.

„ეს არის ადგილი,  სადაც ჩვენი დაჭრილი მებრძოლები ძალებს აღიდგენენ. ჩვენ პერიოდულად ვახერხებთ, რომ ამ მშვენიერ ადგილზე მათ ოჯახებთან ერთად შეძლონ დასვენება. ამ ცენტრს ძალიან დიდი განვითარების შესაძლებლობა გააჩნია. ჩვენ, სამხედროები ჩვენი მებრძოლების გვერდში ვდგავართ“, -  ვახტანგ კაპანაძემ.

ამჟამად, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული 13  სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. I, II და III ქვეითი ბრიგადის სამხედროები ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.  მათ ასევე, ემსახურებიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. რეაბილიტაციის ცენტრის პერსონალი სამხედროებს 24 საათიან სამედიცინო მომსახურებას უწევს. საჭიროების შემთხვევაში, ხდება საჭირო პროფილის ექიმის ადგილზე გამოძახება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics