23:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 17:51:03, 416 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ფსიქიატრიული საავადმყოფოს საქმიანობას გაეცნო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იონა წითელაძე რესპუბლიკურ ფსიქო-ნევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოს საქმიანობას გაეცნენ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  საავადმყოფოში გათბობის ერთიანი სისტემის მონტაჟი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მათივე ცნობით, აღნიშნულით, კლინიკის ადმინისტრაციამ პაციენტების გათბობით უზრუნველყოფის მრავალწლიანი პრობლემა მოაგვარა. სამუშაოებისთვის 55 000 ლარი დაიხარჯა. დაწესებულებაში სტაციონარულ მკურნალობის 150 პაციენტი გადის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოს დაგემილი აქვს ალკოჰოლური და ფსიქოაქტიური ნივთირებებით გამოწვეული ფსიქოზების სამკურნალო სტაციონარული განყოფილების გახსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics