23:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-29 12:19:38, 1201 ნახვა

პოლიტიკა
ახალციხეში ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სცემენ, დეტალებს რეგიონალური მედია ავრცელებს

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჰამბარცუმ ბაბოიანის ცემაში მისივე თანაგუნდელს, “ქართული ოცნების” დეპუტატს, კარლენ მანასიანს ადანაშაულებენ | რეგიონული ტელევიზია TOK TV მომხდარის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

 ამავე ინფორმაციით, კარლენ მანასიანზე ძალადობის ბრალდებით 2016 წელს საქმე იყო აღძრული. იმ პერიოდში ის ახალციხის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 წყაროს ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე სომხურ სასაფლაოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის შემდეგ ბაბოიანს ჯერ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მერმა, ვარლამ წიკლაურმა უსაყვედურა, შემდეგ კი მანასიანმა გარკვევის მოტივით საკუთარ მანქანაში დაიბარა და ფიზიკურად გაუსწორდა.

 მანასიანიც და ვარლამ წიკლაურიც ინფორმაციას უარყოფენ.

 TOK TV-ის გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, სომხური სასაფლაოს ავარიული კედელის აღდგენის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჰამბარცუმ ბაბოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა სხდომიდან მეორე დღეს, 28 მარტს მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics