12:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 11:41:22, 1004 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ TV იმედს და POSTV საქართველოში არ შეელახოს უფლებები

ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია „იმედს" და ტელეკომპანია „პოსტივის" საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული იქნება ყველა შესაძლო ზომა. 

„ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ტელეკომპანია „იმედს" და ტელეკომპანია „პოსტივის" არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება", -  განაცხადა კობახიძემ.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics