10:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 11:36:41, 1420 ნახვა

სამართალი
რეიდების შედეგად პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი – მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნარკოდამნაშავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე, დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ.

სამართალდამცავებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ე.წ. შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია: “ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „მეტადონი“, "კეტამინი", "მეფედრონი",  "მდმა", "მარიხუანა" და სხვა.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თითოეული თანამშრომლის მიზანია, ნარკოტიკების  მავნე ზეგავლენისგან  დავიცვათ საზოგადოება და გამოვავლინოთ ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics