21:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 19:16:16, 1418 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - გვარამია არა ავტომობილის მოხმარებისთვის, არამედ ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ-ით გაძარცვისთვის არის დაჭერილი

გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის არსი დაჭერილი საკუთარი ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ-ით გაძარცვისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამნაშავეების გათავისუფლება არ არის 12 პუნქტიანი რეზოლუციის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილიც და ნიკა გვარამიაც არიან დამნაშავეები და საუბარი, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები პრინციპულად არის არასწორი.

"რაც შეეხება დამნაშავეების გათავისუფლებას ეს არ არის 12 პუნქტიანის შემადგენელი ნაწილი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არის  პრინციპულად არასწორი. [მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია] ერთიც და მეორეც არის დამნაშავე ისინი არიან მხილებული მძიმე დანაშაულებში. გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის არსი დაჭერილი საკუთარი ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ- ით გაძარცვისთვის", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics