2022-09-05 13:44:45, 2464 ნახვა
სპორტი
„თუ არ მივიღებთ, ევრობასკეტს დავტოვებთ“ - თურქეთის კალათბურთის ფედერაცია კადრების გასაჯაროვებას ითხოვს
თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი FIBA-ს მიმართავს და მოითხოვს, რომ თამაშის მიმდინარეობისას, გასახდელში მომხდარის კადრები გასაჯაროვდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ომენ ონანი ამბობს, თურქეთი ევრობასკეტს დატოვებს.
"ჩვენს კალათბურთელს ქორქ-მაზსა გასახდელში ვაცილებდით, მას კალათბურთელებთან ერთად თავს პოლიციაც დაესხა და ჩვენ ხელჩართული ჩხუბი პოლიციასთან მოგვიხდა. FIBA-ს გარკვევით ვეუბნებით, თუ გასახდელში მომხდარის კადრები არ გასაჯაროვდება და ჩვენ მას არ მივიღებთ, ევრობასკეტს დავტოვებთ",- აცხადებს ომენ ონანი.
ცნობისთვის, გუშინ, 4 სექტმებერს, საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრები ანგარიშით 88:83 დაამარცხა. თამაშის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, რა დროსაც თურქ ქორქ-მაზსა და დუდა სანაძეს ურთიერთშელაპარაკების გამო მატჩი 10 წუთით შეწყდა, ორივე კალათბურთელი კი დისკვალიფიცირებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,