06:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 11:32:04, 1343 ნახვა

სამხედრო
ქვეყნის მასშტაბით სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სამხედრო მოსამსახურეები მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით , დღეს შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში, ფოთში, ახალციხეში, ფასანაურსა და ყაზბეგში. მოქალაქეთა მხრიდან სამხედრო საქმით დაინტერესება დიდია, განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობენ. მათ საკონტრაქტო სამსახურის პარალელურად, უმაღლეს სასწავლებლებში შეღავათებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებს უწყება 50%-ან (არაუმეტეს 1125 ლარი) სწავლის თანადაფინანსებას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კი, სტიპენდიას - სემესტრულად 750 ლარის ოდენობით სთავაზობს. საუბარი შეეხო სამხედრო კარიერული განვითარების საკითხსაც. 

სამხედროებმა აღნიშნეს, რომ თავდაცვის უწყებაში იქმნება მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობები, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა. ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტების პროფესიული და კარიერული განვითარების, ასევე უცხო ენების შესწავლისა და საზღვარგარეთ კურსების გავლის შესაძლებლობა აქვთ.

სამხედროების თქმით, თავდაცვის ძალები ორიენტირებულია ჯარისკაცი სამსახურში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მისი დასრულების შემდეგაც იყოს უფრო კონკურენტული. თავდაცვის ძალები მათ დამატებითი პროფესიის არჩევის საშუალებასაც აძლევს და უწყებაში არსებულ და სამოქალაქო პროფესიულ სასწავლებლებში დამატებითი პროფესიით ამზადებს. მოქალაქეთა კითხვები თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობასაც შეეხებოდა.

აღინიშნა, რომ 18-დან 40 წლის ჩათვლით მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში დასაქმება საკუთარი პროფესიითაც შეუძლიათ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. 

რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics