2015-01-16 11:16:15, 1064 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: საგაზაფხულო სესია საკანონმდებლო, პოლიტიკური და საკადრო გადაწყვეტილებებით დატვირთული იქნება
საგაზაფხულო სესია საკანონმდებლო, პოლიტიკური და საკადრო გადაწყვეტილებებით დატვირთული იქნება,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"მომავალ საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებით, მე გთხოვთ მობრძანებას უახლეოს დღეებში, სადაც შევეხებით ყუველა იმ თემას, რომელიც პარლამენტის მომავალ საქმიანობას უკავშირდება.ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ საგაზაფხულო სესია დატვირთული იქნება ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებებით პარლამენტში",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან