2024-08-09 15:03:45, 496 ნახვა
სპორტი
გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალშია
ქართველმა სპორტსმენმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზის ოლიმპიური თამაშები დამაჯერებლად დაიწყო.
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა მერვედფინალში უკრაინელი ოლეკსანდრ ხოტსიანივსკი 11-0 დაამარცხა.
აღნიშნული ასპარეზობით პეტრიაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,