2015-01-06 14:36:45, 640 ნახვა
საზოგადოება
მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დიდთოვლობააა გუდაურშიც სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია.
ვითარების ადგილზე შესასწავლად, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი გაემგზავრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან