2020-10-24 22:44:57, 842 ნახვა
სააკაშვილი გორში შეკრებისას - ჩვენ სააკაშვილები გორიდან ვართ
„ჩვენ სააკაშვილები გორიდან ვართ“ , - ამის შესახებ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებაზე პირდაპირ ეთერში ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გორში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილები გორიდან ვართ. ბაბუაჩემი, მიშა სააკაშვილი გორიდან არის და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის გორელობა და ძალიან მაგარი ქართველობა ერთმანეთის სინონიმებია“ , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,