12:56 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 08:45:58, 1152 ნახვა

სხვადასხვა
ზოოპარკის მტაცებელი ცხოველები ლიკვიდირებული არიან

სტიქიის შედეგად, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები ცეცხლსასროლი იარაღით ლიკვიდირებული არიან. თუმცა, როგორც ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ამ დრომდე უცნობია, ნაპოვნია თუ არა უკლებლივ  ყველა ის ცხოველი, რომელიც სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაიქცა.

ზოოპარკის ადმინისტრაციაში გაქცეულ ცხოველებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით,   დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ.

"ცხოველები ჯერჯერობით არაფერი აღარ არის. მტაცებლები  ცეცხლსასროლი იარაღით არიან ლიკვიდირებული. არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია, არის თუ არა ყველა გაქცეული ცხოველი ნაპოვნი. ოფიციალური და დადასტურებული ინფორმაცია გაქცეულ ცხოველებთან დაკავშირებით არ გვაქვს გარდა იმისა, რომ 2 პინგვინი ვნახეთ, ერთი პინგვინი ლაგუნა ვერესთან იყო.მეტი დადასტურებული ინფორმაცია, რომ სადმე ჩვენი ცხოველი არის, არ მიგვიღია",-განუცხადა მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს".

ცნობისთვის, ძლიერი წვიმის გამო, წუხელ  ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დედაქალაქში გადაადგიებისგან თავი შეიკავონ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics