03:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 10:03:11, 744 ნახვა

სხვადასხვა
საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინის საელჩოს ეწვია და იქ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მინისტრმა ჩანაწერი უკრაინულ ენაზე გააკეთა და  საქართველოში უკრაინის ელჩს ვასილ ციბენკოს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ უკრაინის მთავრობასა და უკრაინის ხალხს დონეცკში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია უპირობოდ და დროულად შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. უკრაინის კრიზისის დარეგულირების წერტილს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ განაცხადა მინისტრმა

მინისტრმა  დაღუპულთა ოჯახებსაც მიუსამძიმრა და დაზარალებულებს გამოჯამრთელება უსურვა
უკრაინაში დონეცკის ოლქში ქალაქ ვალნოვახში სეპარატისტების მიერ 13 იანვარს გაშვებული ჭურვი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა რასაც უკრაინის 12 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics