21:31 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 13:50:27, 3520 ნახვა

კულტურა
ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს

Black sea arena-ს სცენაზე მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს კონცერტს გამართავს. 

დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება. 

ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც "Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა.

მან 1997 წელს "მსოფლიო მუსიკის ჯილდო" მიიღო. 

ცნობილი მევიოლინეს ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება.

Black Sea Arena-ს "ივენთ დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანი კავლელიშვილის თქმით, ვანესა მეი საქართველოში სპეციალური პროგრამით წარსდგება.

"მას ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა, რომ საქართველოში იცნობენ და უყვართ, ამიტომ ის ჩამოვა მისი ჰიტებით, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უყვარს",- აღნიშნა კავლელიშვილმა.

Black sea arena-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე შეეძლებათ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics