13:00 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 11:40:43, 637 ნახვა

რეგიონი
აჭარა ირლანდიის კორკის საგრაფოს დელეგაციას უმასპინძლებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 21-23 ივნისს კორკის საგრაფოს (ირლანდია) ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 ივნისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში" აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვედრას გამართავს კორკის საგრაფოს მერთან ჯონ პოლ ო'შთან და დელეგაციის სხვა წევრებთან.

მათივე ცნობით, არჩილ ხაბაძე მთავრობის წევრებთან ერთად სტუმრებს გააცნობს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურათშორისი ცნობიერების ამაღლების, ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი გახდება.

 აღსანიშნავია, რომ ქალაქი კორკი სიდიდით მეორე ქალაქია ირლანდიაში. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე მდინარე ლის სანაპიროზე. კორკის ნავსადგური ცნობილია, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ბუნებრივი ნავსადგური, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში იქცა ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ ნავსადგურად. ის ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია.

ადგილობრივები ქალაქს ,,ირლანდიის ნამდვილ დედაქალაქადაც" მოიხსენიებენ.

კორკის საგრაფოს დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრების გამართვის შემდეგ  რეგიონის ტურისტულ და კულტურულ ღირშესანიშნაობებს გაეცნობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics