2016-04-01 09:25:29, 594 ნახვა
სხვადასხვა
დღეიდან აფხაზეთში ე.წ. უვიზო მიმოსვლა ძალაში შედის
ოკუპირებული აფხაზეთში დღეიდან 3 ქვეყანასთან და 2 არაღიარებულ ტერიტორიასთან ე.წ. უვიზო მიმოსვლა შედის ძალაში.
ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად შეეძლებათ შესვლა, არის რუსეთი, ტუვალუ და ნიკარაგუა. ასევე ოკუპირებული ცხინვალი და დნესტრისპირეთი.
აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლისთვის, რუსეთის საზღვართან 24 საათიანი ე.წ. სავიზო პუნქტი გაიხსნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან