2026-03-09 12:58:40, 2678 ნახვა
პოლიტიკა
მაგდა მამუკაშვილი და მაკო ქაფიანიძე გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 000-5 000 ლარი დააჯარიმეს
სასამართლომ მაგდა მამუკაშვილი და მაკო ქაფიანიძე "გზის გადაკეტვისთვის" 5 000-5 000 ლარი დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
რეჟიმის მიერ გასული წლის ოქტომბერში მიღებული კანონმდებლობით, "გზის ხელოვნურად გადაკეტვა" 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევაში კი - სისხლის სამართლის წესით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა ადმინისტრაციულ პატიმრობას ვერ შეუფარდებენ დედას, რომელსაც 12 წლამდე შვილი ჰყავს. სწორედ ამიტომ დააჯარიმეს მამუკაშვილი და ქაფიანიძე
ავტორი: ექსპრესნიუსი,