12:20 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 14:34:14, 5126 ნახვა

High - Tech
GALAXY UNPACKED 2021 11 აგვისტოს გაიმართება

 

GALAXY UNPACKED სულ რაღაც 1 თვეში , 11 აგვისტოს 17:00-ზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოც.ქსელებში კორეულმა ბრენდმა თავად გაავრცელა. 
არსებობს ეჭვი, რომ ღონისძიებაზე სულ მცირე 4 ახალ მოწყობილობას გვაჩვენებენ-დრეკადი სმარტფონი Z Fold3 და Z Flip3, ჭკვიანი საათი Galaxy Watch4 და უსადენო ყურსასმენი Buds2.

 


Z Fold3-ს დიზაინი კარდინალურ ცვლილებებს არ დაექვემდებარება, მაგრამ მას ახალი პროცესორი და განახლებული ეკრანის ქვეშ დამალული კამერა ექნება, აგრეთვე დრეკადი  Fold3 სამსუნგის საფირმო S Pen-ის მხარდაჭერას შეითავსებს. 
Z Flip3-ს დიზაინი აგრეთვე დიდად არ შეიცვლება, მაგრამ მისი ეკრანის ზომა საგრძნობლად მოიმატებს.
გავრცელებული ინფორმაციით ორივე მოწყობილობას Snapdragon 888 ექნება.
Galaxy Watch4 დიზაინი კვლავ უცვლელი დარჩება. მრგავი "ბეზელი" მხოლოდ უფროს მოდელს ექნება. სამსუნგმა რამდენიმე დღის წინ ახალი საათებისთვის განკუთვნილი ოპერატიული სისტემა One UI Watch წარადგინა.
რაც შეეხება Buds2-ს, მათი დიზაინი წინა თაობასთან შედარებით საგრძნობლად შეიცვლება-ახალ ყურსასმენს ფერადი ქეისი და გარე ხმის აქტიური ჩახშობის შესაძლებლობაც დაემატება.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics