11:08 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 18:47:33, 601 ნახვა

სამხედრო
შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში გამართული სწავლების დახურვის ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს სამთო სწავლების წარმატებით დასრულება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ,  ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვეს და კურსის დამამთავრებელი შესაბამისი სერტიფიკატები, ჯილდოები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. ღონისძიებას საფრანგეთის თავდაცვის ახალი  ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიოც დაესწრო.
უწყების ცნობით, შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსში მონაწილე ოთხი ქვეყნის - სომხეთის, ლატვიის, უკრაინისა და იორდანიის 12 სამხედრო მოსამსახურეს სწავლება ქართველმა ინსტრუქტორებმა ჩაუტარეს. კურსის პირველ ეტაპზე მსმენელებმა საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილი უნარ-ჩვევები გაიხსენეს. მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე გადაადგილების ხერხებს, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკას,  დაზარალებულის დახმარებასა და ევაკუაციას დაეთმო.
მსმენელებმა პრაქტიკული მეცადინეობა ყაზბეგში, ზღვის დონიდან 4300 მეტრის სიმაღლეზე, მყინვარწვერზე გაიარეს. პრაქტიკული მომზადების ფარგლებში, სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა და მსმენელებმა უცხოელი ტურისტის სიცოცხლე იხსნეს. მათ მყინვარწვერის ტერიტორიაზე მყოფი პოლონეთის მოქალაქე ნაპრალიდან ამოიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics