12:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 09:28:48, 882 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ კლიმატზე მიანიშნებს, რაც რუსეთშია

„ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ კლიმატზე მიანიშნებს, რაც რუსეთშია“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით  „როიტერთან“  საუბრისას განაცხადა.

ობამას თქმით, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება აუცილებელია. 

„აუცილებელია ჩატარდეს დამოუკდიებელი გამოძიება. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ კლიმატზე მიანიშნებს რაც რუსეთის შიგნით არის; სადაც სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ინტერნეტ სივრცეში აქტიური ადამიანები, მუქარის ქვეშ ცხოვრობენ. ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა, თუმცა ვიცი ერთი, რომ შეკრების და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ასევე სამოქალაქო სამართალი, რუსეთში იმაზე ცუდ მდგომარეობაშია ვიდრე 5–10 წლის წინ”, -აღნიშნა ობამამ.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს,  რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ექვსი გასროლით მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Human Rights Watch -ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics