11:16 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 18:33:49, 977 ნახვა

მსოფლიო
„Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ

ფრანგული ჟურნალის „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.

რედაქციაზე თავდასხმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა დაგმო.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო ტერორიზმთან ბრძოლასა და პრესის თავისუფლების დაცვაში, ყოველთვის მხარს დაუჭერს.

ამასთან, ტერორისტული აქტი თეთრმა სახლმა მკაცრად დაგმო. თეთრის სახლის წარმომადგენლის ჯოშ ერნესტის განცხადებით, აშშ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით კი, პარიზის ტრაგედია არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ სიტყვისა და პრესის თავისუფლებაზე თავდასხმაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics