14:41 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 08:46:51, 642 ნახვა

პრეზიდენტი - დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ

ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

„მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისევე, როგორ ყველა ჩვენი მოქალაქე დღეს მისცემს ხმას, ანუ თავისუფლად, წყნარად, რამდენადაც შეიძლება.

ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ, ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთ ნაბიჯი ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები რთულ პირობებში აძლევენ ხმას, რასაც ჰქვია პანდემია და მიუხედავად ამისა, ყველას მინდა მოვუწოდო რომ მშვიდად მოვიდეს აქ, დაცულია ყველა ზომები იმისთვის, რომ ყველამ შეძლოთ მობრძანება და უბანზე თქვენი ხმის მიცემა. ნურაფრის ნუ გეშინიათ, თქვენ თავადაც დაიცავით დისტანცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება მშვიდობიანად და გისურვებთ, ხვალინდელი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს დღეს’, -განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics