2015-01-25 16:23:33, 499 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
25-27 იანვარს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩიუსი ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 იანვარს ლიტველ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. 09:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული მოლაპარაკებები.
ირაკლი ღარიბაშვილი და ალგირდას ბუტკევიჩიუსი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან