15:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 13:16:44, 16988 ნახვა

კულტურა
ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს ბათუმმა უმასპინძლა

ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ჭვანის ხეობის ფოლკლორულ საღამოს „ჭვანა - ერთი ხეობის ფოლკლორი“ უმასპინძლა.

გამოფენა-კონცერტზე, 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის მუსიკალურ ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდა. ღონისძიება ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაციით გაიხსნა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თავმჯდომარემ საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმა გააცნო, რაც ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. 

ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მუსიკალური ცენტრის ფოიეში გამოფენილი ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაეთვალიერებინათ. კონცერტი, რომელზეც საზოგადოებამ ხეობაში აღდგენილი, ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იხილა, საპატიო ჭვანელისა და საპატიო შუახეველის დაჯილდოებით დასრულდა.

საპატიო ჭვანელის ტიტული ჭვანის ანსამბლის ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძეს გადაეცა, რომელმაც ანსამბლისთვის 10,000 ლარიანი დაფინანსება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო. საპატიო შუახეველის ტიტული კი ნოდარ ქათამაძემ მიიღო.

საღამო  „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო  მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალი“-ს ფარგლებში ჩატარდა.  

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics