2014-12-31 12:36:54, 1146 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის საახალწლო ღონისძიებათა პროგრამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საახალწლო ღონისძიებათა პროგრამას ავრცელებს.
31 დეკემბერი – 21:30 საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ.
მონაწილეობენ მუსიკალურ ცენტრ „ოდიშის“ ბენდი. ფოლკლორული ანსამბლები: „ოდოია“ „ჩელა“ „ოდოია 3“, მომღერლები: ლაშა თოდუა და ვახო გოგილავა.
2,3 და 4 იანვარს, 13:00 საათზე, "საშობაო ზღაპარი".
მონაწილეობენ კულტურის ცენტრ „ოდიში“–ს შემოქმედებითი კოლექტივები: საბალეტო კლასი, პანტომიმის ახალგაზრდული დასი, ვოკალური და ფოლკლორული ჯგუფები, ფოლკლორულ ანსამბლ „ოდოია“–ს უმცროსი თაობა. თვითმმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის. (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზი.)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან