11:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 22:49:59, 929 ნახვა

სპეციალური ანონსი
19 ნოემბრის სპეციალური ანონსი

19 ნოემბერს, 10:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს გლობალურ საკითხებში ჯიმი ჯოზეფ კოლკერს შეხვდება. მის.: აკ. წერეთლის გამზ. #144 (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 12 00 09

19 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია დიდ დიღომში დაგეგმილ გამწვანების ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 
მის : დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფი ქედი, ნიკო ბურის ქუჩის ბოლო მონაკვეთი. 
საკონტაქტო პირი ლილე ხმალაძე - 599 27 06 46 

19 ნოემბერს, 11:00 საათზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტის ორგანიზებით, ტექნოპარკში, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მესამე კონფერენცია გაიხსნება. 
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

19 ნოემბერს, 13:00 საათზე, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი ჩოხატაურის კულტურის სახლში შეხვედრას გამართავს.

19 ნოემბერს, 13:30 საათზე, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ბეტონიტის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის. 

19 ნოემბერს, 14:00 საათზე, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით - პროფესორ-მასწავლებლებისთვის საკვირაო სემინარს ჩაატარებს.

19 ნოემბერს, 14:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „ისთ პოინთში“ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ პრესისთვის განცხადებას გააკეთებს. 

19 ნოემბერს, 18:00 საათზე „დედაენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნება. 

19 ნოემბერს, 19:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ციფრული მარკეტინგის პირველი საერთაშორისო კონფერენცია - TOUCH- გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics