2023-03-20 12:38:36, 1721 ნახვა
სპეციალური ანონსი
მერია - დღეს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, კიბოს სკრინინგის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება
დღეს, 20 მარტს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, კიბოს სკრინინგის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ღონისძიებაში ცნობილი ქართველი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
"კონცერტი, საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით და ა(ა)იპ „ქართული მუსიკის ცენტრის“ მხარდაჭერით დაწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდება", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),