13:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 16:57:59, 806 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ჰერბერტ სალბერს შეხვდა

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ სალბერი ესტუმრა.

თავდაცვის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  მინდია ჯანელიძემ მოკლედ მიმოიხილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები და  ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი დაესწრო.

გერმანელ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მიმდინარე აქტუალური საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.

მინდია ჯანელიძემ  საუბრისას ყურადღება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობას.

ჰერბერტ  სალბერმა აღნიშნულ თანამდებობაზე ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლეფორი შეცვალა. ის  ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2014 წლის ივნისიდან იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics