01:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 19:04:01, 685 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულ რაკეტებს არ დაურღვევია

რუსეთის სამხედრო ხომალდებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გემებმა ტერორისტული ორგანიზაციის ობიექტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან დაბომბეს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სულ 26 რაკეტა გაუშვეს, რომელმაც 11 სამიზნე გაანადგურა.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ტერიტორიაზე  არანაირ რუსულ რაკეტებს და სამხედრო ვერტმფრენს არ გადაუფრენია.

"არანაირი გადაფრენა ჩვენ თავზე არ ყოფილა. კასპიის ზღვაზე ჩვენ არ გვაქვს კონტროლი",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციას 30 სექტემბრიდან ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics