2020-09-11 14:22:34, 4557 ნახვა
სპორტი
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად კვლავ ლერი ხაბელოვი აირჩიეს
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად კვლავ ლერი ხაბელოვი აირჩიეს.
ხაბელოვის მესამე ვადით კომიტეტის პრეზიდენტობას 117-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. სულ სხდომას 121 დელეგატი ესწრებოდა. ხაბელოვი კომიტეტს კიდევ 4 წლით უხელმძღვანელებს.
სხდომა პროტესტის ნიშნად ოთხმა სპორტსმენმა დატოვა.
„ის რომ 100%-იანი მხარდაჭერა მოვიპოვე ეს არის ჩვენი საზოგადოება. საზოგადოება ირჩევს თავის ლიდერს“, - განაცხადა ხაბელოვმა.
ცნობისთვის, დღეს ოლიმპიური კომიტეტის სხდომა ვადაზე ადრე ჩატარდა. სხდომაზე მთავარი თემა კომიტეტის პრეზიდენტის არჩევა იყო. პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატად კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იყო წარდგენილი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან