12:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 17:44:39, 462 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დავით საგანელიძეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. ამ მიზნით გიორგი მარგველაშვილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს უკვე  მეორედ შეხვდა.

საგანელიძე პრეზიდენტთან კონსულტაციებს მმართველი გუნდის სახელით მართავს. როგორც  მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრისას კონკრეტული კანდიდატების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

საგანელიძის განმარტებით, საუბარი შეეხო მხოლოდ იმ კრიტერიუმებს, რასაც სასურველია,  უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე  აკმაყოფილებდეს.

"ვისაუბრეთ დაახლოებით, იმ კრიტერიუმებზე, რაც არის სასურველი, თუნდაც სავალდებულო, თუნდაც ზნეობრივად, მორალურად სწორი, გამართლებული, საზოგადოებისთვის მისაღები,  კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ყველას გვინდა რომ იყოს იდეალურთან ძალიან მიახლოებული კანდიდატი. სხვათაშორის როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ის კოსნულტაციები, რომელსაც ის მართავს სხვა წრეებთან, დაახლოებით, ანალოგიურ კრიტერიუმებზე თანხმდება",-განაცხადა დავით საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics