|
2015-05-07 17:38:30, 520 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: სამინისტროებმა ადმინისტრაციული ხარჯები 20 მილიონი ლარით შეამცირეს
სამინისტროებმა ამ ეტაპზე ადმინისტრაციული ხარჯები 20 მილიონი ლარით შეამცირეს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა. ხადურის განცხადებით, გამოთავისუფლებული თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. „ჩვენ უკვე თებერვალში მივიღეთ დავალება და მარტში წარვადგინეთ საქართველოს მთავრობის სხდომაზე ღონისძიებათა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, სამინისტროებმა ადმინსტრაციული 20 მილიონი ლარით შეამცირეს უკვე ამ ეტაპზე ხარჯები, რაც დაემატა რეგიონული განვითარების ფონდს და ეს თანხები მოხმარდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე მნიშვენლოვანია, რომ ჩვენ აღებული გვაქვს რამდენიმე ვალდებულება, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ არც კაპიტალურ და არც სოციალურ აღებულ ვალდებულებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ყველა სოციალური ვალდებულება იქნება შესრულებული და ამავე დროს ყველა კაპიტალური ხარჯი, ინფრასტრუქტურული პროექტები ინქება განოხრციელებული და დაფინანსებული“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)