2015-04-28 11:53:04, 761 ნახვა
ეკონომიკა
შუახევში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა
Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს.
დღეს შუახევში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი Express Bank-ი მომხმარებელს რუსთაველის ქ. N17 მოემსახურება. ახალ Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით და Express ანაბრით.
ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა, უკვე 95 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.expressbank.ge
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან