13:09 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-09 20:02:47, 7745 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: პარტიების კარძალვა დააჩქარებს ოცნების დასრულებას

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლების განცხადებები პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებს.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ მსგავს ნაბიჯებს გადადგამს, ეს საბოლოოდ დააჩქარებს მათ დასრულებას და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის აღდგენის პროცესს. 

"ქართული ოცნება" არის უკიდურეს ჩიხში. ჩვენ ვხედავთ ისინი როგორი სასოწარკვეთილები ცდილობენ, დაარწმუნონ, პირველ რიგში, საკუთარი მომხრეები, რომ თითქოს რაღაც რესურსი აქვთ, რომ გამოვიდნენ საერთაშორისო იზოლაციიდან. თუ ისინი გააგრძელებენ ამ სისულელეების კეთებას და მათ შორის პოლიტიკური პატრიების აკრძალვის სისრულეში მოყვანასაც გეგმავენ, ეს მხოლოდ გააღრმავებს მათ საერთაშორისო იზოლაციას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დააჩქარებს იმას, რაც ისედაც გარდაუვალია ჩვენს ქვეყანაში და ეს აის "ქართული ოცნების" დასრულება და ქვეყანაში დემოკრატიული მართის სისტემის აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ოპოზიციის გაერთიანების ფონზე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოცნებამ" შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გადაამუშაოს და მასში დამატებით ის პოლიტიკური პარტიებიც შეიყვანოს, რომლებიც მისი თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას გამოხატავენ. საუბარია ასაკრძალ პარტიათა სიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics