21:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-17 09:38:49, 685 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 3, დაშავდა 10 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 17 ნოემბრის ღამეს ხარკივის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენლის ვიტალი კარაბანოვის თანახმად, იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.

"დაშავებულთაგან ცხრა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ამბულატორიულ მკურნალობას გადის. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს", - ამბობს ის.

რუსეთმა ორი სარაკეტო დარტყმა ქალაქ ბალაკლიის ცენტრში მდებარე ორ საცხოვრებელ შენობაზე მიიტანა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics