03:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 21:37:07, 1816 ნახვა

პოლიტიკა
მიიღეს კანონი რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს ამკაცრებს

ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებას.

საკითხი პლენარულ სხდომაზე სანქცირებულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და იზრდება არსებული სანქციები ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, როგორიც არის: ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა.

გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, როგორიც არის:

სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება;

გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE") სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.

„2025 წლის განმავლობაში საქართველოში 469 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა - 8191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სწორედ სიჩქარის გადაჭარბება იყო სიხშირით მე-3 ადგილზე. ეს სტატისტიკა ის მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, ცვლილებები 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics